სამშენებლო კომპანია (შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება) „პრიზმა“ დაარსდა 1997 წელს. შ.პ.ს. „პრიზმა“-ს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს პროექტირება (არქიტექტურული და კონსტრუქციული ნაწილები), მშენებლობა (სამი სართულის ჩათვლით ), რეკონსტრუქცია და დიზაინი. დღიდან დაარსებისა შ.პ.ს. „პრიზმა“ ახდენს ორგანიზებულ, ეტაპობრივ სრულყოფას და წარმოადგენს რესპუბლიკის მაშტაბით ერთ-ერთ წარმატებულ სამშენებლო ფირმას. შ.პ.ს. „პრიზმას“ უმთავრესი პრიორიტეტია გარანტირებული ხარისხი და საიმედოობა. შ.პ.ს. „პრიზმა“ აქტიურად საქმიანობს როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ წარმატებულ ფირმებთან: შ.პ.ს. „დევოტო არედამენტი“, შ.პ.ს. „ევრო ლოკი“, შ.პ.ს. „ბოიმე ჰაუზტექნიკი“, შ.პ.ს. „უნივერსალი“, შ.პ.ს. „ტექნოტერმი“, ს.ს. „ორბელი-91“, შ.პ.ს. „ინსტა“, შ.პ.ს. „ფენიქსი“ შ.პ.ს. „დიო“, შ.პ.ს. „ვიპდიზაინი“,შ.პ.ს. „ჯესკო ჯგუფი“, შ.პ.ს. „არქთრეიდი“, რომლებთანაც ურთიერთობა მყარი გარანტიაა შესრულებული სამუშაოს მაღალი ხარისხისა. შ.პ.ს. „პრიზმას“ გააჩნია თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური დანადგარები, მექანიზმები სამუშაოს წარმოებისათვის და საკუთარი ავტო საწარმო. შ.პ.ს. „პრიზმა“ ამ წლების განმავლობაში მონაწილეობდა და მონაწილეობს მრავალი ცნობილი პროექტის შესრულებაში. რომლებსაც თქვენ ჩვენი ვებ-საიტის საშუალებით გაეცნობით. შ.პ.ს. „პრიზმას“ სურვილია მომხმარებელს შესთავაზოს მაქსიმალური კომფორტი და დაკვეთა შეასრულოს დროულად, ხელშეკრულების ვადებში და მისაღებ ფასებში. |